17 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
წინა ხელისუფლების მიერ მომზადებული საზღვრის დემარკაციის წინასწარი შეთანხმება საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი იყო - ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის დემარკაციის შეთანხმება, რომელიც წინა ხელისუფლებამ მოამზადა, საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი იყო. 

"ვიღაც-ვიღაცებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და საკუთარი პოლიტიკური მომავალი აინტერესებს. ამ ქვეყნის მოქალაქეებს და სახელმწიფოს აინტერესებთ სახელმწიფო ინტერესები. ჩვენი საერთო ინტერესი, მათ შორის, აზერბაიჯანთან ერთად არის, რომ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სამართლიანად მოხდეს საზღვრის დემარკაცია. ფაქტია, რომ წინასწარი შეთანხმება, რაც წინა ხელისუფლებამ მოამზადა, დამაზიანებელი იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

დღის ამბები