რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა. ინფიცირებულია პირველკლასელი, რომელსაც "კოვიდ 19" დღეს დაუდგინდა. ინფიცირების წყარო სავარაუდოდ ბავშვის დედაა, რომელსაც ინფექცია დაუდასტურდა.
ამ შემთხვევის გამო ინფიცირებულის კლასი სწავლას დისტანციურად აგრძელებს. პედაგოგის განცხადებით, სკოლამ მოახერხა დისტანცირების დაცვა როგორც დასვენებებზე, ასევე სწავლის პროცესშიც. მათი თქმით, ეპიდემიოლოგების ყველა რეკომენდაცია სკოლაში გათვალისწინებული იქნება.
ქუთაისის მერიაში, სადაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
როგორც მერიის თანამშრომლები ამბობენ, ინფიცირებული დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა და შეხება არავისთან ჰქონია.