17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ჩვენ გვაქვს იმის ძალა, რომ რუსეთის ბორდერიზაცია შევაჩეროთ - ნინო ბურჯანაძე

მცოცავი ოკუპაცია და ადამიანების გატაცება - ამ პრობლემებზე ისაუბრა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც შიდა ქართლის საზღვრისპირა სოფლებში ჩავიდა.

პარტიის ლიდერი ბეშუეთის და ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა, სადაც კონფლიქტის მოგვარების და ბორდერიზაციის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა. მოსახლეობამ აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ საძოვრები, სარწყავი და სასმელი წყალი.

ასევე ისაუბრეს ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, რომელიც ბეშუეთისა და ნიქოზის სოფლებში განსაკუთრებულად მძიმეა.

"ბეშუეთიდან ვუყურებდით რუსეთის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიას. ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ აქ იყო რუსეთის ჯარების მიერ ე.წ საზღვრის გადმოწევის ფაქტი. ჩვენ გვაქვს იმის ძალა, რომ რუსეთის ბორდერიზაცია შევაჩეროთ და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები