17 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
მომყიდონ 1 ლარად ვაკის პარკი, ჩამოვაჭრი ტერიტორიის 10%-ს, 90 %-ს დავუბრუნებ ქვეყანას და მერე ვიქნები უდიდესი ფილანტროპი - რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ იპოდრომის აღდგენის გეგმა ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო სატყუარაა.

"ძალიან კარგია, რომ ვერ გაბედეს იპოდრომის ტერიტორიაზე კორპუსების აშენება. იპოდრომი იყო გასხვისებული ორი პირობით. ერთ ნაწილას უნდა ყოფილიყო რეკრეაციული ზონა განვითარებული, სადაც სპორტული ღონისძიებები ტარდებოდა, ხოლო მეორე ნაწილი უნდა გამოყენებულიყო თანამედროვე მშენებლობებისათვის. იმ ნაწილში, სადაც იყო საჯინიბოები, მიწები გაიყიდა ნაკუწ-ნაკუწ და აშენებულია უზარმაზარი კორპუსები. ამის მერე დაიწყო საზოგადოების აღშფოთება. 

ეს არის მორიგი წინასაარჩევნო ტრიუკი, რაღა წინასაარჩევნოდ ახსენდება ბიძინა ივანიშვილს რაღაცების ჩამოწერა? ლაგუნა ვერე რომ ბაყაყებით აივსო და 10 წლის დაჭაობებულია და ლომმა კაცი შეჭამა, გადმოსცეს ლაგუნა ვერეც, როგორც ჩანს, მომავალი არჩევნებისთვის ინახავს, მაგრამ არ დასჭირდება. ამ არჩევნებზე დასრულდება "ქართული ოცნება".

იპოდრომის აღდგენის გეგმა წინასაარჩევნო სატყუარაა. რომელიმე დაპირება მითხარით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" თქვა წინასაარჩევნოდ და შეასრულა?! 

ივანიშვილის ერთმა კომპანიამ, რაღაც მაქინაცია ჩაატარა და 60 მილიონად მიჰყიდა იპოდრომი მეორეს და მართლა თუ გადაეცა, ამის აშენების ტვირთი გადავა თბილისის ბიუჯეტზე. "ქართუს" 600 მილიონიანი კიბოს ცენტრიც უნდა აეშენებინა და სად არის,"-განაცხადა "დღის კურიერში" პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მას 1 ლარად ვაკის პარკს გადასცემენ, ქვეყანაში ყველაზე დიდი ფილანტროპი გახდება. 

"მომყიდონ 1 ლარად ვაკის პარკი, ავდგები და ჩამოვაჭრი ტერიტორიის 10%-ს, ავაშენებ კორპუსს, თუ 10 მილიონი დამიჯდა, 30 მილიონს მოვიგებ 90 %-ს მთელი ტერიტორიისას დავუბრუნებ ქვეყანას და და მერე ვიქნები უდიდესი ფილანტროპი - ვაკის პარკი რომან გოცირიძემ დაუბრუნა თბილისს. ასეთი საქმე გვაქვს ახლა," - აღნიშნა "დღის კურიერში" რომან გოცირიძემ.

 

დღის ამბები