17 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ახალი ჯარიმა ძველის გაუქმების სანაცვლოდ - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები დღეს პოლიციამ დააკავა

ერთ დღეს ორჯერ დაჯარიმებული "სტრატეგია აღმაშენებელი" -1000 ლარი კარვების თვითნებურად გაშლისთვის და ჯარიმები პლაკატების გაკვრისთვის.

სიტუაცია დღეს თბილისში მერიასთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარტიის აქტივისტები მათთვის ჯარიმების ჩამოწერას ითხოვდნენ.

პარალელურად "სტრატეგია აღმაშენებელმა" სესხების დარეგულირების მოტივით თბილისის ცენტრში კარვებიც გაშალა. ისინი მერიაში შესვლასაც ითხოვდნენ. სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს.

პარტიის საარჩევნო სიის მესამე ნომერს იმუნიტეტი იცავს, ამიტომ პაატა მანჯგალაძე დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე მალევე დატოვეს პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმაც.

დღის ამბები