17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიებს, ჩვენ მზად ვართ ეს ტერიტორიები მივიღოთ საჩუქრად - კახა კალაძე

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის პროექტზე ჰოლანდიური კომპანია იმუშავებს, პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.

თბილისის მერი პრეზენტაციის შემდეგ, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქველმოქმედება მოსყიდვას არ ნიშნავს.

"წინა ხელისუფლების პირობებში ეს ტერიტორია იყო გასხვისებული კერძო პირებზე, შემდეგ გამოისყიდა ბიძინა ივანიშვილმა, რადგან ეს ტერიტორია, სავარაუდოდ, მიმართული იყო იმისთვის,  რომ იქ მომხდარიყო კორპუსების და განაშენიანების პროექტის განხორციელება, არანაირი ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის, არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის, მეტსაც გეტყვით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ ეს ტერიტორიები მივიღოთ საჩუქრად. არანაირი შეზღუდვა ეს არ არის, გადმოგვცენ ეს ტერიტორიები და მადლობლები ვიქნებით. ქალაქი მადლობას გადაუხდის და იმაზეც არ შევაწუხებთ რომ  შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის იქ, ფული დახარჯონ. ამ ვალდებულებას ჩვენ ავიღებთ ჩვენ თავზე,"- განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები