შეაჩერე ომი! ყველა სიცოცხლე ძვირფასია! - ამ ლოზუნგით აქცია-პერფომანსი შალვა ნათელაშვილმა იეთიმ გურჯის ძეგლთან გამართა. ნათელაშვილმა ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო ფაქტი უწოდა და ორივე ქვეყნის მთავრობებს სისხლისღვრის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.
"სამწუხაროდ, ყარაბაღი გრძელდება სისხლისღვრა. ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი, ოფიციალურ საომარ ურთიერთობებში გადავიდნენ. იხოცებიან ახალგაზრდები, მშვიდობიანი მოსახლეობა. მე მივმართავ სომხეთის და აზერბაიჯანის მთავრობებს, შეწყდეს ყოველგვარი სისხლისღვრა. 100 წლის შემდეგ, ეს მიწა ყველას დაგვიტევს. ომით ყარაბაღის პრობლემა არ გადაწყდება, საჭიროა მოლაპარაკება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.