"სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე მერიასთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. ჩიხლაძის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელი" ხელისუფლების მხრიდან გამოწერილ ჯარიმებსა და უკანონო ქმედებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს.
"გუშინ პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა კალაძე და მისი ქვეშევრდომები. არ დაინდო 19-20 წლის გოგო-ბიჭები, პირდაპირ ასფალტზე ახოხიალა და აფორთხიალა ახალგაზრდები და მათ შორის ჩვენი პარტიის გენერალური მდივანიც დააკავა. ჩვენ გავაგრძელებთ, დღესაც გავშლით კარვებს, დღესაც შევაგროვებთ ხელმოწერებს, შევაგროვებთ პეტიციას და არც იფიქროს, რომ რომელიმე ჩვენ ახალგაზრდა თანამებრძოლზე იძალადოს," - განაცხადა პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.
მომხდარს თბილისის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა. კალაძის განმარტებით, მსგავსი ქმედებების დროს ყველა დაისჯება, რადგან არავის აქვს უფლება, ქალაქი თავზე დაიმხოს.
"ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა კამპანია ჩაატაროს ყოველგვარი პრობლემების გარეშე. აქვთ იმის შესაძლებლობა რომ შეხვდნენ საზოგადოებას, შეხვდნენ ხალხს, გააცნონ თავიანთი ხედვები, მოსაზრებები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, არავინ ხელს არ უშლის. არსებობს კანონები, არსებობს წესები, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხონ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.