17 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი არ გახდება, ამაზე საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არსებობს - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება.

როგორც უგულავა ამბობს, კვლევები აჩვენებს, რომ ხალხს ორპულოსიანობა აღარ სურს.

"მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი არ გახდება. ამაზე საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არსებობს. ეს სამწუხაროდ არის იგივე ორპოლუსიანი თამაში, რომელსაც გვთავაზობს 2013 წლიდან ივანიშვილის და ამ თამაშს იღებს სააკაშვილი. ეს აძლევს მას ტივტივის შესაძლებლობას, რომ იყოს მთავარი ოპოზიციონერი.

ამავე დროს, ივანიშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირებაში ხრიკებით თუ მანიპულაციებით ვხედავთ, რომ იგებს ივანიშვილი. ყოველგვარი ორპოლუსიანობა არის ბიძინას თამაში და როდესაც ყველა კვლევა ანახებს, რომ ერთი მესამედს არ უნდა არცერთი, ორი პოლუსი არის გამოგონილი ზღაპარი, რომელსაც გვაჩეჩავს ივანიშვილი, რომ გავიდეს ფონს, რათა ხალხს დაავიწყოს დღევანდელი პრობლემები. ეს არის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანა. ვხედავთ, რომ ლარი ჩამოვარდნილია, ეკონომიკა გაჩერებულია, კოვიდი გაქცეულია, კრიმინალი გაბლატავებულია. ხალხს აწუხებს დღევანდელი პრობლემა, გარდამტეხი ცვლილება უნდა და სჭირდება პრობლემების მოგვარება," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები