"ლელო საქართველოსთვის" მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძე "ქართული ოცნების" წევრებს წარსულ საქმიანობას უხსენებს. საბა ბუაძემ მმართველი გუნდის წევრი უკანონო საქმიანობის განხორციელებაში დაადანაშაულა.
"გვინდა მორიგჯერ ვამხილოთ "ქართული ოცნება", ამჯერად საქართველოში მევახშეობის და კერძო იპოთეკის მფარველი ჩემი კონკურენტი მთაწმინდა-კრწანისის ოლქში ბექა ოდიშარია მისივე დეკლარაციის მიხედვით დაკავებულია ფულის კერძოდ გასესხებით და ბექა ოდიშარიას 170 000 დოლარი ჰქონდა გასესხებული, საიდანაც 23 000 დოლარამდე შემოსავალი მიიღო," - განაცხადა საბა ბუაძემ.
ბექა ოდიშარია ოდიშარია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მას ერთ-ერთ კომპანიაში აქვს აქტივები, რაც დანაშაული არარის.
"ადამიანი, რომელსაც ფიზიკურ პირზე არ აქვს არანაირი სესხი გაცემული, არც საცხოვრისი აქვს წართმეული, არც რაიმე სარგებლით მაქვს რაიმე კონტრაქტი შედგენილი. თუ რომელიმე კომპანიაში ქონა აქტივების არის ყველაზე დიდი ცოდვა, მზად ვარ, ეს ჯვარი ვატარო. სხვა შემთხვევაში, ვურჩევდი ზოგზოგიერთებს, მევახშეები მოიკითხონ სახლში და კიდევ სხვაგან. არა მგონია, რომ მის პარტიულ ბოსებთან შეთანხმებული ჰქონდეს თავისი ბრიფინგი, იმიტომ რომ ვფიქრობ, უფრო დიდ ალიყურს შინ მიიღებს," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.