17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
ნინო ბურჯანაძემ პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

"ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ბურჯანაძის თქმით, პროგრამაში ქვეყანაში არსებულ არაერთ გამოწვევაზეა საუბარი, მათ შორის, ოკუპაციაზეც. პროგრამა პრეზენტაციაზე მოწვეულმა ექსპერტებმა შეაფასეს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პროგრამის შედგენისას მთავარი ამოცანა იყო, ყოფილიყო რეალისტური და მის განსახორციელებლად ასობით მილიარდი დოლარი არ ყოფილიყო საჭირო. 

"ჩვენი პროგრამის ამოცანა იყო, რომ ყოფილიყო რეალისტური. ისეთი, რომელიც, ერთი მხრივ, ასახავს ქვეყნის საჭიროებებს და, მეორე მხრივ, ისეთი, რომლის შესრულებაც შესაძლებელია და არ სჭირდება ასობით მილიარდი დოლარი. ექსპერტების საბოლოო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ძალიან კარგია, გამოირჩევა ყველა სხვა პროგრამისგან, ჩვენთვის სასიხარულოა,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, პროგრამაში განსაკუთრებით საინტერესო სოფლის მეურნეობისა და რეგიონების განვითარების გეგმა იყო. 

"განსაკუთრებით გამოვყოფდი სოფლის მეურნეობის ნაწილს და რეგიონების განვითარების თვალსაზრისით ხედვას. ეს არის მნიშვნელოვნად გამორჩეული და ამ მიმართულებით, იმედია, ექსპერტებთან თანამშრომლობა გაგრძელდება,"- განაცხადა მან. 

დღის ამბები