დავით ბაქრაძის თქმით, "ევროპული საქართველოს" მთავარი პრინციპია: ნაკლები ფული, ნაკლები კეთილდღეობა, ნაკლები ძალაუფლება მთავრობას და მეტი ფული, მეტი შემოსავალი, მეტი კეთილდღეობა ხალხს. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ "ევროპული საქართველოს" გეგმის წარდგენისას განაცხადა.
"ეს არის ჩვენი პრინციპი, ჩვენი ცვლილება და სწორედ ეს ცვლილება სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ წავიდეთ წინ, მომავლისკენ, რომ 2021 წელი იყოს უკეთესი და ჩვენმა შვილებმა უკეთეს საქართველოში იცხოვრონ,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.