17 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
თბილისის ცენტრალური პარკი 36 ჰექტარზე - გარემოს დამცველები პროექტირების პროცესში სპეციალისტების ჩართვის მნიშვნელობაზე საუბრობენ

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი წარუდგინა. თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება.

მასშტაბურ პრეზენტაციაზე პროექტის დაგეგმარებისა და ზონირების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, თუმცა ზუსტი რიცხვი, რა თანხა დასჭირდება პარკის განაშენიანებას, ჯერ  უცნობია. პროექტს ფონდი "ქართუ" განახორციელებს. აღმსრულებლები განმარტავენ, რომ საპროექტო სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს და ზუსტი ბიუჯეტი პროექტის სრულყოფის შემდეგ გასაჯაროვდება.

ვიდრე პროექტის ავტორები დეტალურ გათვლებს გააკეთებენ, ოპოზიციამ უკვე დაითვალა. ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედების ფორმით ის ტერიტორია დათმო, სადაც ნულოვანი ეკონომიკური ინტერესი ჰქონდა. ოპოზიცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო ინტერესს უკავშირებს.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე წლებია პარკის მოწყობას ითხოვს მესამე სექტორი. გარემოს დამცველები გადაწყვეტილების და პროექტირების პროცესში სპეციალისტების ჩართვის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

ცენტრალური პარკის განაშენიანების სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება, პროექტის სრულყოფილ განხორციელებას ორი წელი დასჭირდება.

დღის ამბები