თბილისის მერი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. კახა კალაძე ამბობს, რომ ეს არის საქართველოს შიდა საქმე და დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზირება. კახა კალაძე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა და დარწმუნებულია, რომ საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხზე გამოძიება კონკრეტული მოხელეების თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი საქმეა. ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად ვიმეორებ, ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია, ამ თემის პოლიტიზირება, მით უმეტეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მცდელობა, მხოლოდ მათი ავტორების რეალური ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იქნება შეფასებული.
აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად,“ - განაცხადა კახა კალაძემ.