17 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
ბრალდება, რომ თითქოს ჩვენ ჩავშალეთ რაიმე მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, არის ცინიკური - არჩილ თალაკვაძე მარია ზახაროვას განცხადებაზე

საქართველოს ბრალდება რუსეთის მისამართით მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლის თაობაზე, უსაფუძვლო და პოლიტიზებულია - "ტასსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას მიერ გავრცელებულ კომენტარში.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება 6-7 ოქტომბერს მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის ჩატარებაზე თავშეკავების შესახებ მიღებულია, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსური დელეგაციების მიერ იმ სერიოზული შეზღუდვების და ლოგისტიკური პრობლემების გათვალისწინებით, რაც პანდემიისგან არის გამოწვეული.

განცხადებას ცინიკურად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

"საქართველო ამ პრობლემის გადაჭრას ხედავს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესით, დემოკრატიული განვითარების პროცესით, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით და იმ საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც სიმართლე არის საქართველოს მხარეს. რუსეთის ჯარისკაცები იმყოფებიან ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არა ჩვენი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ბრალდება რომ თითქოს ჩვენ ჩავშალეთ რაიმე მოლაპარაკებები, სადაც ჩვენ პერმანენტულად ვითხოვთ ამ პირობების შესრულებას, რა თქმა უნდა, ეს არის ცინიკური,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები