"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით, პრემიერს მასთან დებატების ეშინია.
ვაშაძე პრემიერს კორონავირუსთან საბრძოლველად გადადგმულ ნაბიჯებსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანამ მოსახლეობის მასობრივი ტესტირება ვერ უზრუნველყო.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა და მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა შესთავაზეს, რაზეც გახარიამ განაცხადა, რომ დრო არ აქვს და დებატები პარტიის გადაწყვეტილების შესაბამისად შედგება.
"ბატონი გახარია, ამერიკის პრეზიდენტს სცალია დებატებისთვის და თქვენ ასეთი მოუცლელი რა გჭირთ? რეალობა ხომ ვიცით, რომ გეშინიათ თქვენ დებატების. გელოდებით 15 ოქტომბერს დებატებში, თუ არ გეშინიათ მობრძანდით,"- მიმართავს გიორგი ვაშაძე პრემიერს.