17 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
შეგვიძლია უკვე პოლიტიკურ ენაზე ვთქვათ, რომ აქ საქმე შეეხება სამშობლოს გაყიდვას - მამუკა მდინარაძე დავით გარეჯის საკითხზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობას" სამშობლოს გაყიდვაში ადანაშაულებს - მისი თქმით, დავით გარეჯის ტერიტორიების გასხვისების მცდელობას ჰქონდა ადგილი და დანაშაული ბოლომდე უნდა გამოიძიონ.

"შეგვიძლია უკვე პოლიტიკურ ენაზე ვთქვათ, რომ აქ საქმე შეეხება სამშობლოს გაყიდვას, მეგობარი სახელმწიფოს სასარგებლოდ, ტერიტორიების გასხვისების მცდელობას. ეს დანაშაული ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ ასეთი დანაშაულის შემდეგაც კი, მხარი დაუჭიროს დამნაშავეებს და ამით მოახდინოს თვითლუსტრაცია, ეს უკვე მისი საქმე და მათ შორის, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

ოპოზიციას, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე დაწყებული გამოძიების გაგრძელების საკუთარი სცენარი აქვს. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები დარწმუნებულები არიან, რომ პროკურატურა, რომელიც მათივე შეფასებით "ქართული ოცნების" დაკვეთებს ასრულებს, შეეცდება, ბრალდებულებისგან მოიპოვოს ჩვენება ყოფილი ხელისუფლების წევრთა წინააღმდეგ.

დღის ამბები