შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გამწვავებულმა სიტუაციამ გამოიწვია.
"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დღეს გვაქვს გამწვავებული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომლის ფონზე განსაკუთრებით მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა.
მსგავსი მიდგომა საფრთხის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესს, ისევე როგორც ჩვენს იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, პანდემიით უფრო დამძიმებული გამოწვევების მოგვარებისკენ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჟენევის ფორმატში რუსეთ- საქართველოს მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში განახლდება,"- განაცხადა თეა ახვლედიანმა.