პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ბადრი ჯაფარიძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებენ, რომ იპოდრომის ტერიტორიის დაბრუნება სახელმწიფოსთვის წინასაარჩევნოდ გათვლილი სვლაა, რათა ხელისუფლებამ საარჩევნოდ ხმების მობილიზება მოახერხოს.
ჯაფარიძის შეფასებით, ამჯერად ეს ხრიკი არ იმუშავებს.
"ადამიანს, როდესაც რაიმეს გაკეთება უნდა და მას აქვს ამისთვის 10 წელი და არჩევნებამდე 20 დღით ადრე ახსენდება, რომ ეს თურმე უკეთესია, სახელმწიფოს დაუბრუნოს, ეს პირდაპირ წინასაარჩევნო ხრიკია. ჩემთვის ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რა მდგომარეობაშიც ის არის, ისევე - ლაგუნა ვერეს მდგომარეობა არის სწორედ კარგი ასახვა იმ მდგომარეობის, რომელშიც ახლა ქვეყანა იმყოფება და სრული პასუხისმგებლობა არის "ქართული ოცნების" და მისი თავმჯდომარის. ახლა ასეთი იაფფასიანი ხრიკები ვერ მოუტანს მათ სარგებელს, ვერ მოუტანს ხმებს, იმიტომ, რომ ამომრჩეველმა დაინახა, რომ ეს არის სტილი ამ ხელისუფლების, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყაროს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და შეეცადოს რომ ასეთი იაფასიანი ტრიუკებით მოახერხოს მათი ხმების მობილიზება. ამ შემთხვევაში ეს ხრიკი არ იმუშავებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.