პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან”, ლევან გოგიჩაიშვილი იმ საკითხებზე საუბრობს, რომელსაც ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება.
ლევან გოგიჩაიშვილი პირველ კომპონენტად კორუფციასთან ბრძოლას ასახელებს, ასევე ამბობს, რომ უნდა მოხდეს მინიმალური ხელფასის 540 ლარამდე გაზრდა და შემდგომ მისი ფიქსაცია.
"31 ოქტომბრის მეორე დღიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ უკვე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება. ამიტომ, ყველაზე მთავარი რაც არის ამ შემთხვევაში, ეს არის ბრძოლა კორუფციასთან.
ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ფიქრობს, რომ მიდგომებია შესაცვლელი. კონკრეტული პუნქტები ჩვენი საარჩევნო პროგრამიდან შემიძლია რამდენიმე დაგისახელოთ- ეს არის მინიმალური ხელფასი 540 ლარი, უნდა მოხდეს ამის ფიქსაცია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას აუცილებლად ეკონომიკური განვითარების ბანკი, რომელიც იქნება ორიენტირებული გრძელვადიან დაბალპროცენტიან ბიზნეს სესხებზე... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ 1000 ლარამდე ხელფასი, მათი საშემოსავლო გადასახადი შევამციროთ 10%-მდე, 1000-დან 1500 ლარამდე ვისაც აქვს, გადასახადი შევამციროთ 13%-მდე,“ - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.