17 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ყველა კვლევა მიუთითებს, რომ სერგეენკო ფავორიტია და ამას ვაღიარებ, მაგრამ ის პირველ ტურში არჩევნებს ვერ მოიგებს - ირაკლი ოქრუაშვილი

პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან "გამარჯვებული საქართველო" ირაკლი ოქრუაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში მის კონკურენტზე, დავით სერგეენკოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ის ვერ იქნება კარგი კანონშემოქმედი.

"ჩემი და ყველა ოპოზიციის კანდიდატის მთავარი კონკურენტი არის ბიძინა ივანიშვილი და არა, კონკრეტულად დავით სერგეენკო. ბატონი სერგეენკო ნომინირებული პირია, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია და ბევრი მსმენია მასზე, მაგრამ ის ვერ იქნება კარგი კანონშემოქმედი, რადგან მას ამის გამოცდილება არ აქვს. ის არ იყო მთლად ისეთი მენეჯერი, როგორც მას ახასიათებენ, რადგან მის სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა დატოვა,"- აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ საბურთალოს ოლქში მეორე ტური იქნება.

"დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური იქნება, ყველა კვლევა მიუთითებს, რომ ბატონი სერგეენკო ფავორიტია და მე ამას ვაღიარებ, რადგან არ მიყვარს ილუზიებით ცხოვრება. მაგრამ ის პირველ ტურში არჩევნებს ვერ მოიგებს, ეს გამორიცხულია,"- აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი. 

დღის ამბები