პოლიტიკური პლატფორმიდან "სტრატეგია აღმაშენებელი" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თაკო ჩარკვიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით მისი ბილბორდი არ არსებობს.
"ალბათ ყველა შეამჩნევდა, რომ ქალაქის მასშტაბით, ჩემი ბილბორდი არ არსებობს. გიორგი ვაშაძის ბილბორდი არის, რადგანაც ის საპრემიერო კანდიდატია და ეს ნორმალურია. ჩემი კი იმიტომ არ არის, რომ როდესაც ბილბორდის ფასები შევიტყვე, გავოცდი, ძალიან სოლიდურ თანხაზეა საუბარი. ეს არ არის პრანჭვა.
საბურთალოელები მე მიცნობენ და იციან, რომ ჩემთვის მთელი ცხოვრება მაჟორიტარობაა, მე ბერკეტები არ მჭირდება. საქართველოში აღარ არსებობს საშუალო ფენა და ჩემს ბილბორდს უნდა უყურონ?! მხოლოდ ფლაერები დავბეჭდეთ,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.