ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.
შეკითხვაზე, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 79% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას, აცხადებს - 11%, 50-50-ზე - 7%, არ მივიღებ მონაწილეობას, აცხადებს მხოლოდ - 3%.
ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:
ბექა ოდიშარია "ქართული ოცნება" - 62%.
შალვა შავგულიძე "ევროპული საქართველო" - 24%.
საბა ბუაძე "ლელო" - 6%.
მალხაზ თოფურია "პატრიოტთა ალიანსი" - 4%.
ჯაბა ჯიშკარიანი "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი"- 2%.
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -2%.
ასევე, შეკითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
58% ფიქრობს, რომ "ქართული ოცნებას".
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 14%.
"გირჩი" - 6%.
"პატრიოტთა ალიანსი" - 5%.
"ევროპული საქართველო" - 5%.
"ლელო" - 4%.
"გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 3%.
"ერთიანი საქართველო" - 3%.
"ლეიბორისტული პარტია" - 1%.
სხვა პარტია -1%.
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.
ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.