17 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
"ეს პროექტი არის მთელი ქალაქის, არა მარტო საბურთალოსი და არა ჩემი გადარჩენის ოპერაცია" - დავით სერგეენკო იპოდრომის შესახებ  

პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან”, დავით სერგეენკო იპოდრომთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. სერგეენკო ამბობს, რომ ოპონენტების განცხადებებმა, რომლებიც იპოდრომის დედაქალაქისთვის გადაცემას წინასაარჩევნოდ გადგმულ ნაბიჯს უწოდებენ, განაცვიფრა.

"არაფერი პირადული, თუმცა მართლა განმაცვიფრა ასეთმა განცხადებამ. ამხელა მასშტაბის პროექტი, 36 ჰა ქალაქის ცენტრში რეკრეაციული არეა, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდება ალბათ, რომ მიეძღვნა ვითომდა ჩემი გადარჩენის ოპერაციას. ძალიან მიჭირს შეფასება, გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად რბილად ვიტყვი, ვშიშობ, რომ ოპონენტები არასწორად ხედავენ რეალობას, ეს მართლა საშვილიშვილო პროექტია და ეს არის მთელი ქალაქის, არა მარტო საბურთალოსი და არა ჩემი გადარჩენის ოპერაცია. სანამ ეს გაჟღერდებოდა, იქამდე, შეუძლიათ ნახონ რეიტინგები. იციან თვითონ რეიტინგების და მოსალოდნელი პროცენტების შესახებ,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები