17 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში "ქართულ ოცნებას" 48%, "ნაციონალური მოძრაობას" 26% აქვს - Survation-ის კვლევა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. 

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა. 

ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 13%, 50-50-12%, არ მივიღებ მონაწილეობას ამბობს -8% და არ ვიცი/უარი პასუხზე - 1%.

იმავე ქუთაისის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

ზაზა ლომინაძე "ქართული ოცნება" - 54%.

გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია" - 32%.

ოთარ კახიძე "ევროპული საქართველო" - 6%.

ანა ნაცვლიშვილი "ლელო" - 5%.

თორნიკე მარჯანიშვილი "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - 1%.

ნონა ასათიანი "პატრიოტთა ალიანსი" - 1%.

მაჟორიტარობის სხვა კანდიდატს ირჩევს -1%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - შედეგები ასე გადანაწილდა: 

"ქართული ოცნება" - 48%.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 26%.

"ევროპული საქართველო" - 9%.

"გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი" - 6%.

"ლელო" - 4%.

"პატრიოტთა ალიანსი" - 4%.

"ლეიბორისტული პარტია" - 3%.

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.

ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.

დღის ამბები