17 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"ქართული ოცნების" კანდიდატს - 56%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს კი - 33% აქვს - Survation-ის კვლევა მარნეული-გარდაბნის ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. 

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა. 

მარნეული-გარდაბნის ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს -17%, 50-50- 13% და არ მივიღებ მონაწილეობას - 4%.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

მარნეული -გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის სიმპატიები ასეა გადანაწილებული:

ზაურ დარგალი "ქართული ოცნება" - 56%.

აზერ სულეიმანოვი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 33%.

აჰმედ იმამკულიევი "ევროპული საქართველო" - 5%.

მურად მურადოვი "ლელო" - 5%.

ალი ბადიროვი "ლეიბორისტული პარტია" - 1%.

პარტიული რეიტინგები მარნეული-გარდაბნის ოლქში კი ასეთია:

"ქართული ოცნება" - 54%.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 42%.

"ევროპული საქართველო" - 2%.

"ლელო" - 1%.

"ლეიბორისტული პარტია" -1%.

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.

ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.

დღის ამბები