17 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"ქართული ოცნება" - 66%, "ნაციონალური მოძრაობა" 22% - Survation-ის კვლევა  გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარული ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. 

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა. 

კახეთი: გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში? ხმები ასე გადანაწილდა:

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას ამბობს - 65%, ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 18%, 50-50- 12%, და არ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს - 5%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

დავით სონღულაშვილი "ქართული ოცნება" - 64%.

ლევან ბეჟაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 23%.

გიორგი ღვინიაშვილი "ევროპული საქართველო" -7%.

ეკა ქვლივიძე "ლელო" - 3%.

სოსლან გარსევანიშვილი "პატრიოტთა ალიანსი" - 2%.

მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი -1%.

და რომელ პოლიტიკურ სუბიექტს ანიჭებენ უპირატესობას გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარულ ოლქში. დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

"ქართული ოცნება" - 66%.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 22%.

"ევროპული საქართველო" - 3%.

"გირჩი" -2%.

"პატრიოტთა ალიანსი" - 2%.

"გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი" ასევე - 2%.

"ლეიბორისტული პარტია" -1%.

"ლელო" -1%.

სხვა პარტია - 1%.

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.

ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.

დღის ამბები