ფრანგი პოლიტიკოსი ლორან ვოკიე ალპების ერთ-ერთი რეგიონის პირველი პირია, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა აზერბაიჯანი-სომხეთის განახლებული კონფლიქტის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორაა.
სწორედ სომხეთის სასარგებლოდ არის რუკა შედგენილი, რომელსაც ფრანგი პოლიტიკოსი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი სომხეთის რუკის შემადგენლობაშია.
ამას უკვე მოყვა სკანდალი არა მხოლოდ საქართველოში, რის გამოც ოფიციალურ პარიზსა და მის დიპლომატიურ მისიებს თავის მართლება მოუწიათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, კარტოგრაფიულად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უხეშად დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.