ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation-მა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად, კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა. ესენია: მთაწმინდა-კრწანისის, სამგორის, ნაძალადევის, ქუთაისის, მარნეული-გარდაბნის და გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის ოლქები.
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.
ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.