17 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია თუ სამშობლოს გაყიდვა - საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას პოლიტიკოსები აფასებენ

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას, პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.

ოპოზიცია საუბრობს, რომ ეს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ნაწილია, ხელისუფლება კი უკვე ღიად აცხადებს, რომ საქმე სამშობლოს გაყიდვას ეხება და აქ არჩევნები და პოლიტიკური მოტივები არაფერ შუაშია.

დღესვე, ხაზგასმით ითქვა, რომ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ ეხება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას და საუბარია თავის დროზე ქართული მხრიდან დაშვებულ სერიოზულ დანაშაულზე.

დღის ამბები