ოპოზიცია არჩევნებზე მიღებული ხმების დაცვისთვის ემზადება. "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში შეკრებილი ოპოზიციის გადაწყვეტილებით, სპეციალური სისტემა შეიქმნება, სადაც კენჭისყრის დღეს არსებული დარღვევების გამოქვეყნება იქნება შესაძლებელი.
"აიქლაუდის სისტემაში ატვირთული იქნება ყველა ის დარღვევა, რომელიც იქნება უბანზე. ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, რომელიც იქნება უბანზე და ოლქში, ამ სისტემაში უნდა ატვირთოს ის დარღვევები, ის ქმედებები, რაც განხორციელებული იქნება ოპოზიციის წინააღმდეგ. ცენტრალურ შტაბში იქნება წარმოდგენილი სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენელი, რომელიც ონლაინ რეჟიმში, სპეციალურ ეკრანზე ატვირთავს დარღვევებს და ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველა ჟურნალისტისთვის,“ - განაცხადა საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.