17 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ორი ახალი გადაწყვეტილება - პრემიერ-მინისტრი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ვერ ხედავს

პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სისტემაში პანდემიის მართვის რესურსები საკმარისია და ამიტომ, არც მასშტაბური შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ არსებობს. მათ შორის, შეუფერხებლად ჩაივლის საარჩევნო პროცესიც. გიორგი გახარიას დღევანდელ გამოსვლაში ყველაზე დიდი დრო კვლავ ძირითადი რეკომენდაციების შესრულების შესახებ მოწოდებებს დაეთმო. 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ცნობილი გახდა ორი ახალი გადაწყვეტილების შესახებ. პირველი კოვიდკლინიკების ქსელის გაფართოებას გულისხმობს. თუ ამ დრომდე ინფიცირებულ პაციენტებს მხოლოდ მრავალპროფილური, მოცულობითი საავადმყოფოები იღებდნენ, დღეიდან სისტემაში შედარებით მცირე მოცულობის კლინიკებიც ჩაერთვებიან, მათ შორის რეგიონებში. რაც შეეხება მეორე გადაწყვეტილებას, მის საფუძველზე მედპერსონალს 50 პროცენტიანი სახელფასო დანამატი ჩაერიცხება.

ვირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა შეაჯამა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ თუნდაც წლის ბოლომდე ვაქცინა შეიქმნას, ის პირველივე ეტაპზე ხელმისაწვდომი ვერ იქნება, შესაბამისად, კოვიდთან თანაცხოვრების საშუალო პერიოდად 1 წელს განიხილავს. სწორედ ამდენივე დროით იქნება აუცილებელი პირბადე, დისტანცია და სხვა ძირითადი რეკომენდაციების დაცვა.  

დღის ამბები