"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, მოსახლეობას შეხვდა. გედევან ფოფხაძე თევდორე მღვდლის ქუჩაზე იმყოფებოდა. ადგილობრივების ნაწილის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ყურადღება უნდა მიაქციოს და საცხოვრებელი ფართი დაუკანონოს.
გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, თუკი ხელისუფლება არ შეასრულებს მათ დანაპირებს.
"მიმაჩნია, რომ ის გულგრილობა, რომლითაც ამ ხალხს მოექცნენ, სახელისუფლებო სტანდარტია. თუკი მე ამაში ვცდები, მაშინ გამოიჩინოს ხელისუფლებამ გულისხმიერება. ერთი დღე იყო საჭირო იმისათვის, რომ ამ ხალხის პრობლემა მოგვარებულიყო. თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩნდებიან ამ ადამიანებთან 2-3 დღეში, მაშინ ჩვენ ყველა ამ პრობლემას გავაერთიანებთ და დიდ აქციას მოვაწყობთ გამგეობის შენობასთან," - აცხადებს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან" გედევან ფოფხაძე.