17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ელჩის მიერ ვარაუდის დონეზე საუბარი სიურპრიზია, გიგიაძის განცხადებაზე საგარეო უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება - კახა კუჭავა 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ სრულუფლებიანი ელჩი სიურპრიზად არ უდნა აკეთებდეს განცხადებებს, მით უმეტეს, თუ განცხადება ვარაუდის დონეზე კეთდება.

"დღის კურიერის" ეთერში საუბრისას კახა კუჭავამ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე, გააკრიტიკა,. რომელმაც დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია/დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ გიგი გიგიაძის განცხადება მისთვისაც სიურპრიზი იყო და მას სამინისტროსთან კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე არ ჰქონია.

"ელჩი, როდესაც აკეთებს განცხადებას პირდაპირ თანხმდება მინისტრთან, მაგრამ როდესაც სიურპრიზად აკეთებს განცხადებას ეს ახლა შიდა უწყებრივად გადაწყდება. მინისტრმაც თქვა, რომ ეს მისთვისაც სიურპრიზი იყო.

მე ნამდვილად ვერ ვიტყვი გიგი გიგიაძე ამის გამო დატოვებს თუ არა თანამდებობას. გიგიაძეს და ელჩს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი სახის რამე ფაქტი თუ გააჩნია აუცილებელია ჰქონდეს წარმოდგენილი დასტური ვარაუდის დონეზე საუბარი ასეთ დროს სიურპრიზია და საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება ამაზე,"- განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები