17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
სააკაშვილმა და "ნაცმოძრაობამ" პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს სამხრეთ ოსეთის საზღვრები შემოხაზა - ირაკლი კობახიძე   

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავების გამო ოპოზიციის პოლიტიკურ ბრალდებებს მმართველი გუნდი ბრალდებითვე პასუხობს და ოპოზიციას წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, მაგიდაზე, სადაც საზღვრის დადგენის პროცესი მიმდინარეობდა საქართველოს სასარგებლო რუკა არ იდო. მდინარაძე აღნიშნავს, რომ დაკავებულებს რუკა პირად სივრცეში აღმოაჩნდათ და გამოძიებას დაუმალეს.

"საქართველოს სასარგებლო რუკა არ იდო იმ მაგიდაზე, სადაც საზღვრის დადგენის პროცესი მიმდინარეობდა და ეს რუკა სავარაუდო დამნაშავეებს, ანუ ბრალდებულებს აღმოაჩნდათ სადღაც მათ პირად სივრცეში თუ სამუშაო კაბინეტში და ისინი ამას მალავდნენ, მათ შორის დაუმალეს გამოძიებას. ეს არის ფაქტი და ამ ადამიანების მხარდასაჭერად დარაზმულია პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ძირითადად წარმოადგენს "ნაცმოძრაობას", განსაკუთრებით მისი საგარეო მიმართულების ლიდერები, რომლებიც იმ პერიოდში იკავებდნენ სხვადასხვა პოზიციებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და სააკაშვილმა 2006 წელს რუსული ინტერესები გაატარა, როდესაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები შემოხაზა. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული საზღვრები დაედო საფუძვლად დღევანდელ ოკუპაციას და ბორერიზაციას.

"2006 წელს პირდაპირ გაატარა სააკაშვილმა და "ნაცმოძრაობამ" რუსული ინტერესი, როდესაც შემოხაზა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები და ეს საზღვრები საფუძვლად დაედო ოკუპაციას და დღევანდელ ბორდერიზაციას. აი ეს არის ზუსტად რუსული ინტერესები," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები