"ევროპულმა საქართველომ" ბათუმში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. არმაზ ახვლედიანთან ერთად ადგილობრივებს დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა შეხვდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ კალოიანი და თემურ კახიძე.
"ეს ადამიანი ახერხებს იმას, რომ არის მისი ქალაქის, მისი ბათუმის გამორჩეული პატრიოტი და ამავე დროს არის მთელი საქართველოს გამორჩეული პატრიოტი. ადამიანი, რომელიც უკვე წლებია ემსახურება ევროპულ საქართველოს, ოღონდ არა პარტია ევროპულ საქართველოს, არამედ ევროპულ საქართველოს, საქართველოს, სადაც პოლიტიკა არის ევროპული," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.