17 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ჩვენ გაგვაჩნია უზარმაზარი პოტენციალი, რომ მსოფლიოს ახლებურად შევთავაზოთ ქართული კულტურა - მამუკა ხაზარაძე

"ლელო საქართველოსთვის" თავჯდომარე მამუკა ხაზარაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და "ლელოს ახალი მარშალის" გეგმა წარუდგინა, რომელიც სტრატეგიულ საკითხებთან ერთად კულტურის საკითხებსაც მოიცავს.

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქართულ კულტურას დაფინანსება სჭირდება, რათა მან მომავალში ქვეყნისთვის ეკონომიკური მოგების მოტანა შეძლოს. 

"ძირითადი საკითხი არის, თუ როგორ მოვახერხოთ კულტურის დაფინანსება, როგორ მოვახერხოთ მხარდაჭერა კულტურის სხვადასხვა მიმართულების, რომ ის გახდეს მდგრადი და რაღაც პერიოდის შემდეგ კულტურამ დაიწყოს ინვესტიციების და თანხების შემოტანა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ვფიქრობ, კულტურის სფეროში ჩვენ გაგვაჩნია უზარმაზარი პოტენციალი, რომ მსოფლიოს ახლებურად შევთავაზოთ ქართული კულტურა,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

დღის ამბები