"არჩევანი სამშობლოსათვის" ლიდერი ლელა გულედანი დევნილების პრობლემებსა და კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრობს. უყურადღებოდ დატოვებული დევნილები და მათი მინიმალური ანაზღაურება ვერც წინასაარჩევნოდ იქცევს სახელმწიფოს ყურადღებას. ლელა გულედანის თქმით, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ხალხი და რიგები დევნილთა სამინისტროსთან კვლავ მოუგვარებელი პრობლემაა.
"დევნილებს არა ერთი პრობლემა გვაქვს, როდესაც 45 ლარი არის ჩვენი შემწეობა, როდესაც დევნილთა სააგენტოსთან არის ძალიან დიდი რიგები, ეს ყველაფერი სამწუხაროდ, არ შუქდება დღეს სათანადოდ. აღნიშნული პრობლემების და ფაქტების ძირითადი მიზეზი ის არის, რომ არის საკანონმდებლო ხარვეზი ზოგადად ჩვენს სახელმწიფოში არ არსებობს სათანადო საკანონმდებლო ბაზა, რომელში ნათლად იქნება გამოკვეთილი სახელმწიფოს და მასმედიის როლი ამ ყველაფერში,“ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების ”არჩევანი სამშობლოსათვის” თავმჯდომარემ, ლელა გულედანმა.