17 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
ჩვენი მთავარი დაპირება 1 მილიარდი უფასო ფული და სამუშაო ადგილებია - ჯონდი ბაღათურია

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოალიცია ”ჯონდი ბაღათურია-ქართული დასიდან” ჯონდი ბაღათურია "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნავს, რომ მისი მთავარი დაპირებაა 1 მილიარდი უფასო ფული და სამუშაო ადგილებია.

"ჩვენი პროგრამის მიხედვით იქნება, 1 მილიარდი უფასო ფული ივანიშვილის ტერმინით, რომ ვთქვა. ეს არის უპროცენტო საბანკო პროდუქტი, რომელიც იდება კვების მრეწველობაში. რაც ავტომატურად ნიშნავს, იმას რომ სამუშაო ადგილები იქნება.

დღეს ხალხს აქვს არალიკვიდური აქტივები ანუ პრობლემური ვალები. ჯამში 1 მილიარდი ასეთი აქტივი ქმნის პრობლემებს. ორი მილიარდი არის ამ პრობლემის გამო ქვეყნის ეკონომიკის სისტემიდან ფაქტობრივად ამოღებული. ჩვენ თუ ამას ბანკებისგან ამოვისყიდით მხოლოდ იმ პირობით, რომ ბანკები იმ ერთი მილიარდით შექმნიან საბანკო პროდუქტს დაბალ პროცენტიანს იქნება ძალიან კარგი.

ჩვენ ახლა ვართ ეკონომიკური კოლაფსის წინაშე. მთავარია თანხები მიზნობრივად დაიხარჯოს,"- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

დღის ამბები