ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "კონსერვატიული" პარტიიდან, ხათუნა საგინაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში, წინასაარჩევნო პროგრამასა და დაპირებებზე საუბრისას, განაცხადა, რომ ქვეყანა ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, რადგან პოლიტიკური სპექტრი განახლებას არ განიცდის.
ხათუნა საგინაშვილის თქმით, პარტია კონსერვატორები ამომრჩეველს სთავაზობს, ღირებულებითი არჩევანი გააკეთოს, რადგან წყალგამყოფი გადის კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის.
"რომ ვიძახი იმას, რომ წყალგამყოფი გადის ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენ თანდათან ჩვენი ამომრჩეველი უნდა გავზარდოთ იმ მიმართულებით, რომ ისინი მიეჩვიონ ღირებულებითი არჩევანის გაკეთებას. ვგულისხმობ, უნდა ქონდეთ გაცნობიერებული, რა ტიპის ადამიანებს აძლევენ ხმა. ჩვენც უნდა შევთავაზოთ ის ღირებულებები ჩვენს ამომრჩეველს, რომლის აპოლოგეტებიც ჩვენ თავად ვართ ამ პარტიაში. ვგულისხმობ, კონკრეტული პოლიტიკოსები რისი მხარდამჭერები იქნებიან მომავალ პარლამენტში, ძალიან საინტერესოა. იქნებიან თუ არა ნარკოლიბერალზიის მხარდამჭერები. ამ კანონპროექტს, პრემიერ მინისტრმა უწოდა ბარიგების კანონპროექტი, რომლის ინიციატორი ლევან კობერიძე იყო... საინტერესოა მომავალი პარლამენტარების აზრი, კანდიდატების აზრი იმასთან დაკავშირებით, დაუჭერენ თუ არა ისინი ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს, დაუჭერენ თუ არა რელიგიის სკოლებში შეტანას მხარს. ეს ღირებულებით ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ამბობს ხათუნა საგინაშვილმა.