პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან”, ნოდარ ტურძელაძე, რომელიც 5 წლის განმავლობაში ვაკის რაიონის გამგებელი იყო, იმ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს, რომელიც ამ პერიოდში გაკეთდა.
ნოდარ ტურძელაძე ამბობს, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა, მათ შორის იყო ეკოლოგიური პრობლემა, ასევე გაუმჯობესდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
აქვე, ნოდარ ტურძელაძე ამბობს, რომ მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე, გასაკეთებელი საქმეებია.
"მთავარ კონკურენტად, მე არა ერთხელ ვთქვი უკვე, ვთვლი გასაკეთებელ საქმეს. მაგალითისთვის, წლების წინ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იყო ჩემი თამარაშვილის ხეივანი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იყო მოუწესრიგებელი. ჩემთვის მთავარი კონკურენტი იყო ვაჟა-ფშაველაზე მეტრო უნივერსიტეტი, რომელსაც 33 წელზე მეტი ელოდებოდა საზოგადოებას და ბევრი სხვასხვა მნიშვნელობის საკითხი, მაგალითად, ბაგების სტუდქალაქში გაზიფიცირება არ იყო გაკეთებული და წლების განმავლობაშ საზოგადოება ალიან ცუდ მდგომარეობაში ცხოვრობდა. ჩვენ თბილისი ენერჯისთან და დევნილთა სამინისტროსთან ერთად შევძელით და გაზიფიცირება მოვახდინეთ ბაგების სტუ ქალაქის კორპუსების. ახლა ზუსტად ამას ვთვლი, რომ გასაკეთებელი საქმეა ჩემთვის მთავარი კონკურენტი," - განაცხადა ნოდარ ტურძელძემ.