ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა-ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.
ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქში -დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?
თითქმის დარწმუნებულია რომ მიიღებს მონაწილეობას ამბობს - 77%, ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 11%, 50-50- 7%, არ მიიღებს მონაწილეობას - 4%, და არ იცის ან უარი თქვა პასუხზე - 1%.
ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქში:- დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?
ვასილ ჩიგოგიძე (ქართული ოცნება) - 66%
მანუჩარ კვირკველია (გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია) -15%
ხათუნა გოგორიშვილი (ევროპული საქართველო) -8%
გიორგი სიორიძე (ლელო) - 5%
შოთა გოგიბერიძე (პატრიოტთა ალიანსი ) - 3%
ნუგზარ კვაშალი (ქართული ფესვები) -1%
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი - 2%.
კვლავ ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქი- დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?
ქართული ოცნება- 65%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-10%
ევროპული საქართველო - 7%
გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი -7%
ლეიბორისტული პარტია - 4%
პატრიოტთა ალიანსი -3%
ლელო- 2%
გირჩი - 1%
და სხვა - 1%
საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.