ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა - ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.
ამბროლაური- ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტია მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა- დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას ამბობს - 65%, ალბათ მივიღებ მონაწილეობას -20%, 50-50 - 11%, არ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს - 4%.
ამბროლაური- ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის მაჟორიტარული ოლქი- დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?
გოჩა ენუქიძე (ქართული ოცნება) - 75%
დილარ ხაბულიანი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ) -10%
ერეკლე საღლიანი (პატრიოტთა ალიანსი) - 7%
სოსო ლიპარტელიანი(ლელო) - 6%
გოჩა გურგუჩიანი (ევროპული საქართველო ) - 2%
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
იგივე ამბროლაური- ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქი:
ქართული ოცნება -79%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -11%
ლეიბორისტული პარტია -2%
ერთიანი საქართველო-2%
ევროპული საქართველო - 2%
გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი- 2%
ლელო - 2%
საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.