17 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
ბიზნესზე ზეწოლის პრობლემები ნამდვილად იყო, მაგრამ მე არც ერთ ასეთ ფაქტს არ ვიცნობ - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ღამის კურიერის" ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე ჰქონდა თუ არა ინფორმაცია მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო იმის შესახებ რომ ბიზნესზე ზეწოლა ხდებოდა- აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციები ვრცელდებოდა იმ პერიოდში და ეს იყო პრობლემები ნამდვილად.

"არსებობდა ასეთი ინფორმაციები და დამოუკიდებლად ვსწავლობდი პროკურატურის რეფორმის სისტემას. 2012 წელს პოლიტიკისკენ ნაბიჯი გადავდგი და ვცდილობდი პრობლემები მომეგვარებინა. ვცდილობდი მემუშავა ბიზნესის თავისუფლების კუთხით, მე ვხედავდი ბიზნესისთვის უამრავ პრობლემას. ვცდილობდი მომეწესრიგებინა პრობლემები.

ამ თემაზე მე ზურაბ ადეიშვილთან არ მქონია კომუნიკაცია. ასევე, მე მის კაბინეტში არასოდეს მინახავს ბიზნესმენები. მე ჩემს საქმეებზე შევდიოდი და ეს იყო სულ.

არც ერთი მოსადავებელი საკითხი არ არსებობს იმ სფეროში, სადაც მე ვიყავი. არ არსებობს საქმე, რომელსაც მე ხელი მოვკიდე და ბოლომდე არ მივიყვანე, ამიტომ წავედი პოლიტიკაში, რომ შეცდომები გამომესწორებინა.

იყო ბიზნესზე ზეწოლის პრობლემები ნამდვილად, სახელმწიფოში, მაგრამ მე არცერთ ასეთ ფაქტს არ ვიცნობ,"- განაცხადა გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები