პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. ვაშაძემ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ახალი ეტაპის განვითარება უნდა დაიწყოს. მისი თქმით, გასული 8 წელი ტყუილების და შეუსრულებელი დაპირებების წლები იყო.
"ჩვენ გვინდა ჩამოვაყალიბოთ საქმის მკეთებელთა გუნდი და ჩვენი მიზანია ქვეყნის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა, არა დაპირისპირება და კინკლაობა და გაუთავებელი საუბარი წარსულზე, არამედ ფიქრი მომავალზე, საუბარი და საქმის კეთება მომავლისთვის, იმიტომ რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქონდეს თავისი პერსპექტივა ქვეყანაში.
მე ერთ პირობას ვდებ, როგორც იუსტიციის სახლის საათის მექანიზმივით აწყობილი, აი ესე საათის მექანიზმივით ავაწყობთ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა სექტორს მიმართულებების მიხედვით,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.