17 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
მაქვს პრეტენზია რომ ვიქნები უკანასკნელი, კარგი მაჟორიტარი - ანა დოლიძემ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა

მოძრაობა "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძემ, მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. ანა დოლიძემ, მათ პარტიის ორი მნიშვნელოვანი გეგმა გააცნო. 

"მაჟორიტარობის კანდიდატობა მიჩნეულია, როგორც დამხმარე რგოლი პროპორციული, პარტიული არჩევნებისთვის. მე კი, მაქვს პრეტენზია, რომ ვიქნები უკანასკნელი, კარგი მაჟორიტარი, რადგანაც 2024 წელს, ჩვენ მაჟორიტარული არჩევნები აღარ გვექნება. მე ორი გეგმა მაქვს: ეროვნული ფასეულობების გეგმა, სადაც შედის ეკონომიკა, განათლება, უსაფრთხოება, სასამართლო, ახალგაზრდობის პოლიტიკა და სოფლის მეურნეობა, როგორც განსაკუთრებული სფერო.

მე, რომელსაც ზურგში მიდგას ბევრი მოხალისე იურისტი, ვაპირებ კონკრეტული კანონპროექტები წარვადგინო. მე მეუბნებიან, ანა ხომ იცი ამა თუ იმ საქმეში დიდი მაფიაა, რომელ სფეროსაც მე დავეჯახე ყველაში დიდი მაფიაა. დღეს ჩვენი დოვლათი ხელში აქვთ კლანებს მოგდებული გა თვითონ აქვთ განაწილებული ის, რომელიც ჩვენს შვილებთან უნდა მიდიოდეს. მე ვიქნები მუხტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც შექმნის პოლიტიკას არა მხოლოდ პატარა ჯგუფებისთვის, არამედ პოლიტიკას ხალხისთვის. მეორე გეგმა კი არის - "ჩემი უბანი ჩემი ქვეყანაა", ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღება ხდება ყველა უბანში და ეზოში," - განაცხადა მოძრაობა "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძემ. 

დღის ამბები