საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში მოხერხდება პროგრესის მიღწევა.
"საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას," – ნათქვამია განცხადებაში.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში დღეს 12:00 საათზე შევიდა.