17 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები, მზად ვართ ფრენების ორგანიზებისთვის - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი 2020 წლის არჩევნებისთვის რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის უზრუნველყოფა იყო. 

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზადაა საერთაშორისო დამკვირვებლების ფრენების ორგანიზებისთვის.

"ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო შეგვექმნა ყველანაირი პირობები, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი სადამკვირვებლო მისია ჩართულიყო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცესში. ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის რომ ეს დემოკრატიული არჩევნები რაც შეიძლება მეტმა მხარემ შეაფასოს.

სწორედ, ამიტომ ჩვენ მივწერეთ ოფიციალური მოწვევები და წერილები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. მათ შორის, მე დავუკავშირდი ევრო პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ჩართულია და კორონა პანდემიის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ეს მთელ მსოფლიოში დღეს ზღუდავს აქტივობას.

ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები და საქართველოს დემოკრატიული პროგრესი იქნება ასახული. ჩვენ მზად ვართ ფრენების ორგანიზებისთვის, მზად ვართ ტრანსპორტირებისთვის. უსაფრთხოების ყველა პირობის შესაქმნელად რომ დამკვირვებლებმა მუშაობა შეძლონ,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები