17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
ღირსეული გამარჯვება უნდა დავიცვათ, არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს - პრემიერი

არჩევნების წინ ვითარების პოლარიზებასა და პარტიულ დაპირისპირებებთან დაკავშირებით განცხადებები საქართველოს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთეს.

გიორგი გახარიამ მხადამჭერებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აყვნენ. 

"მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ, ღირსეული გამარჯვება უნდა დავიცვათ. არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ არანაირ პროვოკაციებს. უნდა ღირსებით, მოთმინებით, სამართლიან ბრძოლაში, მშვიდად კიდევ ერთხელ მოვიპოვოთ გამარჯვება,"- განაცხადა პრემიერმა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის სახელით მხარდამჭერებს მოუწოდა, ძალადობას ძალადობით არ უპასუხონ. 

"ჩვენ გავიმარჯვებთ კეთილსინდისიერ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში. მე მინდა ჩვენი გუნდის სახელით, კიდევ ერთხელ შევუერთდე პარტიის თავმჯდომარის სიტყვებს, როდესაც მან ბრძანა, რომ ქვეყანას ძალადობა, პროვოკაციები არ სჭირდება. ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ თავისუფალი, მაღალი სტანდარტების არჩევნები ჩავატაროთ. ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ, რომ ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები