17 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
ყველა ავტორიტეტული კვლევა მმართველი პარტიის არჩევნებში გამარჯვებაზე მიუთითებს - არჩილ თალაკვაძე Survation-ის მონაცემებზე  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული ავტორიტეტული ბრიტანული კომპანიის Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომ ყველა ავტორიტეტული კვლევა მმართველი პარტიის არჩევნებში გამარჯვებაზე მიუთითებს. 

"ყველა ავტორიტეტული კვლევის თანახმად, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მხარდაჭერა სხვადასხვა რეგიონში 54%-დან 64%-მდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის, უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის და მთავრობის დაკომპლექტებისთვის, საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს. ამასთან, ძალიან კარგად გვესმის იმ რეფორმების მნიშვნელობა, რომელიც ჩვენ გავატარეთ და ეს სისტემა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული თანამშრომლობაზე,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. 

"რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული მორიგი კვლევა უკვე მეორე დღეა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ბრიტანული კომპანია Survation ამჯერად ექვს ოლქში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

ავტორიტეტული ბრიტანული კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევას, ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს.

დღის ამბები